გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, 4 დაცული ტერიტორიის მეგობართა ასოციაცია 262 800 ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს. ალგეთის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთი...
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში გაემგზავრა. ამ დროისთვის არსებული, წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარ...
მინდელის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. "მიმდინარე წლის 5 აპრილს, ...
5 აპრილისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.3912 ლარია, ევროს 2.9364 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.5948 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.3560 ლარია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. 5 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსამდე მოიმატებს. შიდა ქართლში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -3 გრადუსამდე დაეცეს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 5 აპრილს, 10:30 წუთზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვაა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. წინა სასამართლო სხდომაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუ...
ქობულეთში, ემტეესის დასახლებაში, ავტომობილი დაიწვა. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტომობილი გადაადგილდებოდა, როდესაც ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი მანქანას მთლიანად მოედო და დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მიმდინარეობს შემთხვევის შესწ...
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, დამატებითი ავიარეისები დაინიშნა ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით. დამატებითი ავიარეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 6 აპრილი, პარასკევი: ნატახტარი-ამბროლაური - 17:00 საათი;ამბროლაური-ნატახტარი - 1...
ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, მომზადდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ პირებს საქართველოში კომ...
მეოთხე დღეა, საბერძნეთის სასამართლოში ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ანგიოქირურგის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საბერძნეთიდან წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, ბრალდებული ექიმი აზრს არ იცვლის და დანაშაულს კვლავ არ აღიარებს. მედიკოსი სასამართლ...
ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არიან მსუბუქად დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ახალი კვების ობიექტი, ამერიკული რესტორანი Dunkin' Donuts-ი გაიხსნა. დღეიდან რესტორანი მგზავრებს ქართული და უცხოური სამზარეულოს 20-ზე მეტ დასახელების სხვადასხვა პროდუქტს შესთავაზებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ინდონეზიის აღმოსავლეთ ჯავის პროვინციის მთავრობის ორგანიზებით, სასტუმრო „Millennium Biltmore“-ში საქართველოს ბიზნეს-სექტორი ინდონეზიის ოფიციალურ მხარეს შეხვდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 23-მა ოფიციალურმა პირმა აღმოსავლ...
სახელმწიფომ ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით, 4 000 ევრო გადაუხადა. აღნიშნული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ ანგარიშში წერია. თანხის გადახდით, ქართულმა სახელმწიფომ სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ...
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი ირლანდიური „ლოუ-კოსტერ“ Ryanair-ის მიერ ბორისპოლის აეროპორტში ოპერირების დაწყებაზე რისკებს ვერ ხედავს. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს, რომელმაც მინისტრს ბორისპოლის აეროპორტის დირექტორის „შიშებთან“ დაკავშირებით კომენტარი სთხოვა...