ბათუმის საზაფხულო თეატრში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების“ შეხვედრა გაიმართა.
მათი თქმით, ისინი გაბრაზებულები არიან მმართველ გუნდზე.
„ვართ გაბრაზებული კოაბიტაციაზე, ვართ გაბრაზებული, რომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, თუმცა დღეს წყენის გვერდზე გადადების დროა. ძალადობრივ წარსულში დაბრუნება არ გვინდა. ისინი 28 ნოემბერს დასრულდებიან“, – განაცხადა მსახიობმა ანრი ბიბილეიშვილმა.
მათივე თქმით, ისინი ამომრჩევლებზეც გაბრაზდნენ, რადგან მათ პირველ ტურში არ იაქტიურეს.
ისინი მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“ და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
ფოტო: აჭარის ტელევიზია