ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 30.98% შეადგინა. მისი თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება ამბროლაურში 47.1 %, ყველაზე დაბალია აქტივობაა გარდაბანსა (23.7%) და მარნეულში (23.6%). რაც შეეხება თბილისს, მისი ინფორმაციი...
ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა თავის არჩევანი ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას. "ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას. ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებას, ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონო...
მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე გააკეთა.მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ს...
ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, - აღნიშნულის შესახებ, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ, განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მათი კოორდინატორების მიერ წარმოებული აღრიცხვით, პარტიის მიერ მხარდაჭ...
"ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი", აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. მდინარაძის განმარტებით, მარნეულის 29-ე ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბარში დადებითად შეაფასა არჩევნების პროცესის ორგანიზების ხარისხი. „არჩევნებზე ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, ...
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზინდეტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას დღის მეორე ნახევარში, 5-დან 8 საათამდე გეგმავს. „ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას. ძალიან გთხოვთ, მხარდამ...
მარნეულის N29 უბანზე, სოფელ სადახლოში, ამომრჩეველს ჰქონდა გარედან შეტანილი ბიულეტენი, დამატებით უბანზე აიღო კიდევ და აპირებდა ორივეს ჩაგდებას. “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, პარტიის წარმომადგენელმა ქმედება აღკვეთა, რის შემდეგაც ზედმეტი ბიულეტენი დაიხა....
გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შ...
14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრა...
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა გაფრთხილების მიუხედავად, არჩევნებში საკუთარი პოზიცია მაინც დააფიქსირა. მისი თქმით, "ვინც უთხრეს, ის კანდიდატი შემოხაზა". "ხმის მისაცემად დილით გადმოვიპარე საზღვარზე, ხელი გავიჭერი. სიჩქარეში პირადობის მოწმობა სახლში დამრჩა და უბანზე არ შემიშვ...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" 13:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, გურჯაანის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი" დამკვირვებელი, რომელმაც თანხა...
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში ათი საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლია...
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დარღვევა მოხდა საზღვარგარეთ, კერძოდ, სალონიკში, სადაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა.ნადირაშვილის განცხადებით, ფაქტზე ცესკო-მ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები. "ეს მოხდა სალონიკში 37-ე უბანზე, სადაც ამ ...
„ნაციონალურ მოძრაობას“ უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე თითქოს არის დარღვევები ...