პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ყველაზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის კანონდარღვევა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით ა...
დღეს, 28 ოქტომბერს, ქვეყნის ისტორიის 28-ე არჩევნებზე, საქართველოს მოსახლეობა მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს. 1990 წლიდან დღემდე ჩატარდა 28 არჩევნები, აქედან: 7 საპრეზიდენტო, 9 საპარლამენტო, 9 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 6 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე 1 რეფერენდუმი და 2 ...
დღეს ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს, - ამის შესახებ ხმის მიცემის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ხმის მისაცემად შვილებთან ერთად მივიდა. "ყველამ ვნახეთ, თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა. ჩვენ რა თქმა უნდა, არ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის ჯამში 6,15% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 215 329 ამომრჩეველია. მისი თქმით, ამ დროისთვის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამბროლაურსა (11%) და ცაგერში (10,4%) ფიქსირდება. მისივე განცხადებით, ...
უკვე შემოსულია 500-მდე განაცხადი, საიდანაც 381 გამოქვეყნებულია. თითოეულ დარღვევაზე ფოტო, აუდიომასალა, დარღვევის შინაარსია ასახულია, - ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.მისი თქმით, საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე ორი ხუთი ნომერია ბიულეტენზე, ...
სწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, რომელსაც ერთი სიტყვით ჭაობი ჰქვია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ხონის მუნიციპალიტეტში, მე-3 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი ...
გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, N10 საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 8 800-მა მოქალაქემ გააკეთა. მისი თქმით< რაიმე მნიშვნელოვანი სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე გან...
საქართველოს ისტორიაში 28 ოქტომბერს არჩევნები მეორედ ტარდება - 1990 წელს და 2018 წელს. 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა "საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები" (ამოღებულია სსრ) და არა - "საქართველოს სსრ ...
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ დააკავეს, ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ცნობისთვის, სარალიძე სამართალდამცავზე თავდასხმის ბრალდებით, სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას ...
მე არჩევანი გავაკეთე კანდიდატის სასარგებლოდ, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას, ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ბათუმის მე-14 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.მისი...
"თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, არ განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა ზაზა სარალიძის მიმართ, აღნიშნულია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" საგანგებო განცხადებაში. პარტიის განმარტებით, 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობასში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველ...
ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი სამგორის #78 უბნიდან, რაც დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა: „არა უშავს, დანაკლისში გავუშვათო", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი ...
საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა უბნის გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საია-ს ინფორმაციით, დაფიქსირდა საარჩევნო კანონ...
მარნეულის მე-13 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის, ნოვრუზ მეხტიევის განცხადებით, მას მარნეულის საკრებულოს წევრი ალი მერადოვი დაემუქრა.მისი განმარტებით, დეპუტატი უბანზე ისე შევიდა, რომ მარკირებაზე შემოწმება არ გაუვლია და მისთვის არც პირადობა მოუთხოვიათ, რაც მისივე თქმით, მან გააპროტესტა. მისი ინფორმა...
10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაც...