ნინო ლომჯარიას განცხადების გაკეთებისას, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ არის ომბუდსმენი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლომჯარიას განცხადება აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს.
„არ მინდოდა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ როგორც ჩანს, იმ მომენტში, როდესაც აკეთებდა განცხადებას, დაავიწყდა, რომ ის არის ომბუდსმენი. არ მაინტერესებს ვისგან იმართება, არ მინდა, დეტალებში შესვლა, ამიტომ ვთქვი, რომ კომენტარის გაკეთება არ მინდოდა, უბრალოდ, აბსოლუტურად გაცდენილი იყო ომბუდსმენის უფლებამოსილების სფეროს, არსს განცხადება, რომელიც გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია „ფეისბუქზე“ წერს, პარლამენტის პიკეტირება კანონიერი არ არის, თუმცა „ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა“.