საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-ყანობის მონაკვეთზე სინოპტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლ...
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია არასწორად მიმდინარეობს. როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, ნაციონალურ მოძრაობას დრო და სივრცე აერია, რადგან სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ...
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, დრო როდესაც თბილისის და მისი ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ერთი ადამიანის შეხედულებ...
საქათმეში შეპარულ მელას ქათმები ჯგუფურად თავს დაესხნენ და მოკლეს. ეს უცნაური შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში, ბრეტანში მოხდა. ქათმების ფერმაში, სადაც კარი ავტომატურად იხურება, მელა შეიპარა. როგორც ფერმის მენეჯერი აღნიშნავს, მელას 3000 ქათამი დაესხა თავს. შედეგად ცხოველი გარდაიცვალა. „ჯოგურ...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 3 ქართული კომპანია ჰონგ-კონგში ტყავის და ტყავის პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში „APLF” მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული გამოფენა, რომელიც 13-დან 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურია ამ სფეროშ...
14 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში (სტუ-ის მე-8 კორპუსი, მ. კოსტავას 75) გაიმართება სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - ,,ენერგეტიკა და გარემო“. კონფერნეციას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...
ვითიბი ბანკი, კიას მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს: უფასო სერვისს 1 წლის განმავლობაში, 6 თვიან დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, ნასვამი მძღოლის მომსახურებას, ტექნიკურ დახმარებს გზებზე და ავტომობილის გადაფორმ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს უნდა იყოს კონკურენტუნ...
საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, 1-ელი თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 73 652 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეუმცირდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტ...
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, ქოშიგორის დასახლებაში, გზის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არამარტო ცენტრალ...
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს. წლის დასაწყისიდან, ისევე როგორც გასული წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი, პრ...
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 13 მარტიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები დროებით შეაჩერა. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. სააგენტოში განმარტავენ, რომ უწყება აკვირდება ამერიკის ავიაციის ფედერა...
თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ჩ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ.ჩ.-მ, შურისძიების მოტივით, დ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიებისათვის ტრენინგი გამართა. პრეზენტაცია საერთაშორისო ექსპერტმა ჰუგო სლიმბროქმა მოაწყო. ტრენინგს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა კომპანიებისა და სას...