თბილისში, გვიან ღამით, ყაზბეგის გამზირზე, ორი მანქანა დაიწვა. ცეცხლი მინივენის ტიპის ავტომობილს გაუჩნდა, რომელიც მოგვიანებით ახლოს მდგარ მეორე მანქანაზეც გავრცელდა. ადგილზე მისულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება მუხლით, რ...
ბრიტანეთის პარლამენტში კენჭი ეყარა ქვეყნის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლის საკითხს. დეპუტატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 312 ხმა 308 ხმის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე, ქაოსურად არ დატოვებს. ამის შემდეგ ბრიტანეთის პარლამენტს მოუწევს მსჯელობა ბრექს...
14 მარტს 10:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ტფილისის ჰამქარი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ შემუშავებული კვლევების“ პრეზენტაციას გამართავს. მის: თბილისი, ლერმონტოვის #10 (სასტუმრო „იოტა“)
14 მარტისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6872 ლარია, ევროს 3.0349 ლარი.თურქული ლირის კურსი 0.4919 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.5331 ლარია.
ბათუმის მწერალთა სახლში წიგნის - აფხაზური ,,დედა ენა“ პრეზენტაცია გაიმართა. აჭარისა მთავრობის თავმჯდომარე პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ქართულ - აფხაზური ურთიერთობების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები აფხაზების მხარდაჭ...
ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედრის გადმოსვენების პროცედურებში ჩართული იყო "წითელი ჯვარი" პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები. გარდაცვლილის ცხედარს, თავდაპირველად, ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის...
„მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ჰოლდინგთან განვიხილეთ მოტივტივე მზის ელექტროსადგურების საქართველოში შექმნისა და განვითარების საკითხები, რაც, ვფიქრობთ, ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის იმ მიმართულებისთვის, რომელიც განახლებადი ენერგიების ათვისებას გულისხმობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია ი...
საქართველოს პრეზიდენტი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა.საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ...
უცხოელი სპეციალისტებისთვის კომფორტული ქალაქების სიაში თბილისი 187-ე ადგილზეა. რეიტინგი საკონსულტაციო კომპანია Mercer-მა გამოაქვეყნა. რეიტინგში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა დასვენების შესაძლებლობები, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო, სამოქალაქო ტრანსპორტის მუშაობა, სოციალური ვითარება, უცხ...
ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში ...
13 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6872 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6877 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.05 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0349 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0285 ლარს ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მამუკა ბახტაძეს ტარო კონომ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარებას და აღინიშნა, რომ პრემიერის ვიზიტი იაპონიაში ორმხრივი ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას შ...
მექსიკის აეროპორტებში საქართველოს მოქალაქეების გახშირებული დეპორტაციის გამო, Nordwind Airlines-ი ავიაბილეთებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს პასპორტში აშშ-ს მოქმედი ვიზა ექნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურისტული და ვიზა ცენტრი "ვიზაჯორჯია" ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანი...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განვითარებას იწყებს. სამინისტრომ უკვე მოამზადა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც აღნიშნული ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიების მდგრად განვითარებას ითვალისწინებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ კურორტ ციხის...
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს თქმით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ამის შესახებ კოვემ JAMnews-ის სოხუმის კორესპოდენტს უთხრა. "ის [ირაკლი კვარაცხელია] ის დატოვეს ოთახში, რათა მას განმარტებითი ბარათი დაეწერა. თუმცა, რამდენიმე ხანში იგი ამ ოთახში ჩამომ...