საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სურგულაძემ ჟურბნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მან შესაბამისი თხოვნით საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. კანონის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ სამეთვალყურეო საბჭო მის განცხადებას არ დაკმაყოფილებს, იგი მზად არის რეფორმის მასშტაბურიბიდან გამომდინარე, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს.
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობს.