ავსტრალიაში საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩოს ინფორმაციით, დღეს, კუნძულ ვაკაარიზე (თეთრი კუნძული) მომხდარი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად, კრიზისების მართვის ეროვნული სამსახურის მიერ გამოცხადებულია შესაბამისი გაფრთხილებები.
"?ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში. ასეთ ვითარებაში, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უწყებები მოსახლეობას შენობებში დარჩენას ურჩევენ.
?გაფრთხილებებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ?:
https://westcoastemergency.govt.nz/
https://www.journeys.nzta.govt.nz/traffic
?საქართველოს საელჩოში მოქმედებს შესაბამისი ცხელი ხაზი: +61 416 861 219
გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებს და კომპეტენტური უწყებების რჩევებს", განმარტებულია საელჩოს მიმართვაში.