რომის პაპ ლეო XIV-ს ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებით, პროცედურა დაგეგმილ დროში და გეგმის შესაბამისად დასრულდა, რის შემდეგაც პაპი პალატაში დაბრუნდა.
71 წლის პონტიფიკოსს ოპერაცია 13 ოქტომბერს, რომში, ჯემელის საავადმყოფოში ჩაუტარდა. პროცედურას საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი სტეფანო მარგარიტორა ხელმძღვანელობდა.
ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნი ექიმებმა ბოლო სამედიცინო შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ვატიკანის ინფორმაციით, პაპი საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. მისი ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.