მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მიხეილ კალანდიას თავისუფლების აღკვეთა 15 წლით შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა&...
კორონავირუსის გავრცელების მზარდი საშიშროების ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი უქმდება. თავდაპირველად, ავიამიმოსვლის მკვეთრი შემცირება ჩინელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებებზე დაფიქსირდა, როგორებიცაა მაგალითად, იაპონია და სამხრეთ კორეა. ავიარეისების გაუქმება პასუხია იმ შიშებისა, რაზე მსო...
წელს ლიტერატურულმა პრემიამ "საბა" კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 10 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც "საბას" ჟ...
ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს მფლობელია. ახალგაზრდა ქართველ მსახიობს ეს ჯილდო ლევან აკინის ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონია "ბერლინალე პალასტში" გუშინ გაიმართა (იხილეთ დაჯილდოვების ცერემონიის ბმული). დღეს ბერლ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) მხარდაჭერით შეძენილი უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ახალი უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება მიეცემათ ეფექტურად და ობიექტურად შეაფასო...
23 თებერვალს, იაპონიაში პლანეტის უხუცესი მამაკაცი ჩიტეცუ ვატანაბე 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუწყება იაპონური სააგენტო Kyodo. პლანეტის უხუცესი მამაკაცის ტიტული ჩიტეცუ ვატანაბეს გინესის რეკორდების წიგნმა ორი კვირის წინ გადასცა. მსოფლიოს უხუცესი მამაკაცის ტიტულის წინა მფლობელი მასაძო ნონაკაც იაპონიის მკვი...
შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2.5 მლრდ დოლარი მოითხოვა. ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "დღეს, ადმინისტრაცია კონგრესს 2.5 მლრ დოლარის მოთხოვნის გეგმას გაუგზავნის. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ვაქც...
თურქეთმა იანვარში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტი მიიღო. ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარში თურქეთს 1,435 მლნ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა. აღნიშნული მაჩვენებლები კი 16.11%-ით მეტია 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით. სამინისტროს მონაცემებითვე, პროცენტული თვალსაზრისით, ტურისტული ...
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN-მა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატია მოამზადა. "საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა" წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია. ბენჯამინ კემპერი ს...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმიანება საბჭოთა ოკუპაციის დღეს და სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. "დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. დიდმა ქა...
მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია - &bdq...
რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლი...
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს ფაუნის, იშვიათ და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს. სააგენტომ ადგილობრივი სახეობა გნოლის სადედე ჯგუფი შექმნა და მათი გამრავლება დაიწყო. პირველ ნამატის მიღება მაისის თვეშია მოსალოდნელი. ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ვ.წ. - ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული -...