9 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3308 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 3.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9550 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9892 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.42 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4111 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3783 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ნოემბერიდან შევა ძალაში.