თავისუფლების ინსიტუტი მზად არის 8 ნოემბერს აქციაზე დაშავებულ ხალხს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს - განცხადება ორგანიზაციამ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
"8 ნოემბერს სახელმწიფომ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ. დაშლის შედეგად დაზიანდნენ მოქალაქეები და ჟურნალისტები.
თავისუფლების ინსტიტუტი მზად არის სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციაზე დაშავებულ ადამიანებს". - წერს თავისუფლების ინსიტუტი.
სამართლებრივი დახმარების მიღების მსურველებმა ორგანიზაციას ან Facebook-ზე, ან მითითებულ იმეილზე - salome.khvadagiani@liberty.ge-ზე უნდა მიწერონ.