ქოლგების აქცია ქუთაისში - სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, თბილისში, გუშინდელი აქციის დაშლის ფაქტი გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.
"სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.