თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ხეებს, ბალახსა და ბუჩქებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრე მაშველები ხანძრის სალიკვიდიაციო სამუშაოებს ახორციელებენ წყნეთში, კაკლების დასახლებასა და წავკისში, სადაც ცეცხლი უკიდია ტყის მასივს. წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლი მოედო საავტომო...
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. მერვედფინალურ მატჩში დეიან სტანოევიჩის გუნდი ნიდერლანების ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალ...
რომის პაპი იოანე პავლე I, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას 1978 წელს 33 დღის განმავლობაში მეთაურობდა, ვატიკანში ნეტარად შერაცხეს. ბეატიფიკაციის ცერემონიას ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნე დაესწრო. რომის პაპმა ფრანცისკემ პაპ იოანე პავლე პირველის ბეატიფიკაციის თარიღად 2022 წლის 4 სექ...
რუსეთში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა დიპლომატიური მისია და მოსკოვი დატოვა. იტყობინება რუსეთში აშშ-ის საელჩო. სალივანი რუსეთის ფედერაციაში ელჩად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა და ამ თანამდებობაზე თითქმის სამი წელი მუშაობდა. "რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის დატოვების შემდეგ, სალ...
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო სატელევიზიო პრემია Emmy "გამორჩეული მთხრობელის" ნომინაციაში. ბარაკ ობამამ გაახმოვანა Netflix-ის დოკუმენტური სერიალი "ჩვენი დიადი ეროვნული პარკები". სერიალის შექმნაში მონაწილოება მიიღო პროდიუსერულმა კომპანიამ Higher Ground Productions-მა, რომე...
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციებში 12-ვე პუნქტი თანაბარი მნიშვნელობისაა და ყველა უნდა შესრულდეს. ამის შესახებ დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. დევიდ კრამერი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქარ...
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული ნარატივია იმის მტკიცება, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს. ამის შესახებ დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. დევიდ კრამერი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოში იმყოფე...
თბილისის საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეები ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის ყოფ...
გერმანიის მმართველი კოალიცია, რომელიც შედგება სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მწვანეთა პარტიისა და თავისუფალი დემოკრატებისგან, შეთანხმდა გერმანიის მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქასა და დახმარების პაკეტის მიღებაზე. გერმანიის მთავრობა, რუსეთიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე, ესწრაფვის ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსირებას. ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი შილდის ტყეში ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ვერტმფრენი ჩაერთო. მეხანძრეები ცდილობენ, რომ ხანძრის არეალი არ გაფართოვდეს. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. "24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ შილდის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვ...
ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა 500-მეტრიანი დისტანცია 1:53.16 წუთში დაფარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წივწივაძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. https://www.facebook.com/watch/?v=602453167952...
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, კრემლის მარიონეტი და პუტინის ახლო მოკავშირე, რამზან კადიროვი შესაძლოა რუსეთის ეროვნული გვარდიის ("როსგვარდია") უფროსი გახდეს. მანამდე, გავრცელდა ცნობა, რომ კადიროვმა, რომელიც 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რესპუბლიკას, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. გამოცემა "...
"უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი [უკრაინის] მოკავშირეების ეკონომიკა", - ამბობს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა BBC-სთან ინტერვიუში. "ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. მაგრამ თუ დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები იძულებულნი ა...
კამჩატკაში ვულკან კლიუჩევსკაია სოპკაზე ასვლისას ექვსი ადამიანი დაიღუპა. ყველა დაღუპული 12-კაციანი ჯგუფის წევრია, რომლებიც 30 აგვისტოს წავიდნენ ლაშქრობაში ვულკან კლიუჩევაია სოპკაზე ასასვლელად. 3 სექტემბერს ტურისტებმა 3.3 ათასი მეტრის სიმაღლიდან ასვლა დაიწყეს. დაახლოებით ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ...
3 სექტემბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სულ მცირე 70 000 ადამიანი გამოვიდა ანტისამთავრობო აქციაზე. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ენერგიის ფასების შემცირებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ ნეიტრალური პოზიციის დაკავებას. საპროტესტო აქცია ვაცლავის მოედანზე გაიმართა. ადგილობრივი პ...