საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული. მისივე ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება. მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირს დაესწრო. ოთარ შამუგიამ მწუხარება გამოთქვა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეო...
ევროკავშირის დელეგაცია უსამძიმრებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის...
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარს გამოთქვამს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს. „ვგლოვობთ შოვის რეგიონში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს, ჩვენ გულით საქ...
სამხედრო ხუნტის მიერ დამხობილი ნიგერის პრეზიდენტმა მუჰამედ ბაზუმმა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა დაეხმარონ მას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში, მისივე თქმით, თუ პუტჩისტები ხელისუფლებაში დარჩებიან, მთელი ცენტრალური საჰელის რეგიონი რუსეთისა და დაჯგუფება „ვაგნერის“ გავლენის ქვეშ მოექცევა. &...
შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომას ესწრება. შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყ...
ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს გა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის გ...
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა სპეცოპერაცია ნოვოროსიისკში რუსული სადესანტო ხომალდის წინააღმდეგ. ოპერაციის ფარგლებში უკრაინული ძალები საზღვაო დრონით თავს დაესხნენ რუსულ სადესანტო ხომალდ „ოლენეგორსკი გორნიაკს“. დაზიანდა ხომალდის კ...
მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის განცხადებაში. „რა თქ...
„დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, რაჭაში ტერიტორია დაათვალიერეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა. ...
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს მაშველებმა კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ორი მათგანი მაშველებმა გუშინ იპოვეს. ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პო...
,,დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა სტიქიის ზონიდან. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა პირი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა უსაფრთხო ადგილას. სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენების გამოყენებით სრული მასშტაბით მიმდინარეობს უშუალოდ მაშველების ჩართულობით»-განაცხადა რეგიონული განვითარები...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაციას მედიას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უდასტურებს. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა. უკვე ევაკუირებულია 80-მდე ადამიანი