მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში ბევრი კარგი ამბები და დღეები. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, – წერს ნინო გიორგობიანი.
მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.