საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.95 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7791 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.74 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8208 ლარი გახდ...
უკრაინის უმაღლესი რადა დაეთანხმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგინებას უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრიის კოსტინის დანიშვნის თაობაზე. კოსტინი მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" დეპუტატია და ბოლო დრომდე რადის იურიდიული პოლიტიკის კომიტეტს თავმჯდომარეობდა. როგორც იუწყებიან, კოსტინის კანდიდატურას 2...
ფილიპინების მთავრობამ გააუქმა კონტრაქტი 16 ერთეული რუსული სამხედრო- სატრანსპორტო ვერტმფრენის Ми-17-ის შესყიდვის შესახებ. იტყობინება სააგენტო Associated Press-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი გაუქმდა, რადგან შესაძლოა, აშშ-ს ფილიპინებისთვის სანქციები დაეწესებინა. ფილიპინების თავდაცვი...
ვაშინგტონი ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაწოდოს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტით დაპირებული იარაღი კიევს, მათ შორის, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები. ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თავის უკრაინელ კოლეგასთან ოლექს...
პარლამენტის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წერილმა პრაქტიკულად ყველაფერს ფარდა ახადა და პასუხი გასცა მთავარ კითხვას, რომ ქვეყანა რეალურად იდგა ომში ჩართვის რისკის წინაშე. ხუნდაძის განცხადებით, ქვეყნის ომში ჩართვის რისკები შემცირებულია, მაგრამ კიდევ არსებობს, ამიტომ საჭიროა ქ...
ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს, უკრაინაში გაჩაღებული ომის მხარდაჭერის გამო, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას გამოცემა LRT ავრცელებს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. როგორც იუწყებიან, პატრიარქ კირილს ლიეტუვაში შესვლა ჯერ კიდევ 23 ივნისიდან აეკრძა...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმიანება. "ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო. დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც...
შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თომას გოთშტაინმა თანამდებობა დატოვა. ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორად ულრიხ კიორნერი დაინიშნა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი აგვისტოდან შეუდგება. ამავდროულად, შვეიცარული ფინანსური ინსტიტუტი ყოვლისმომცველი სტრატეგიულ მიმოხილვას აანონსე...
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკის ტუიმაზის რაიონის სოფელ ვოზდვიჟენკაში ეკლესიას მეხი დაეცა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესია, რომელიც ერთ-ერთ უძველესად ითვლება რეგიონში, ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად დაიწვა. როგორც იუწყებიან, ხანძრის შესახებ შეტყობინებ...
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები გააცნო. "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა. ამას არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ა...
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. იტყობინება თბილისის მერიის პრესსამსახური. "კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 სა...
ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს საქართველოში გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამის (GQSP-Georgia) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის "საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრადი გა...
საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალი წელია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. "ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბ...
კობა გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ფარგლებში ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. სწორედ ამ წუთებში, სებ-ის პრეზიდენტი ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საუბრობს. "ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რას...
საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე კობა გვენეტაძე ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ფინანსური სტაბილურობა ის უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზეც ეროვნულ ბ...