ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბაკნის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომელმაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია და ვრცლად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა....
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან არის მჭიდრო და თანმიმდევრული. მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ...
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელიც ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მანდატს და ძირითა...
ბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილებს შეიცავს. მისივე თქმით, კომენტირებისას სიღრმეებში არ შევა და ამბობს, რომ დასკვნებს ს...
ეს არის ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელება, - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. „პირდაპირ საქართველოს ინტერესების მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია. ზოგადად კი...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას გენერალური პროკურორობის კანდიდატურა წარუდგინა. როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეზოლუციის პროექტით ირკვევა, ეს არის დეპუტატი მმართველი პარტია "ხალხის მსახურიდან" ანდრიი კოსტინი. კოსტინის განათლებით სამართალმცოდნე...
პარლამენტის წევრი, პარტია პროგრესი და სამართლის ლიდერი კახა ოქრიაშვილის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება! „რა გავიგეთ ბატონი ივანიშვილის წერილიდან: 1. თავადვე დასვა კითხვა &bdq...
თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასა...
ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები დაახლოებულ...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე "ძალიან მაღალ შეფასებას" აძლევს ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც მისი თქმით, "პატრიოტული სულისკვეთებით" არის გამსჭვალული. სარჯველაძის თქმით, "მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მოისპოს ყველ...
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ- ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. ყასიმ- ჟომართ თოყაევმა ირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფ...
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მიერ დღეს გავრცელებულ წერს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთელი ეს "სპექტაკლი" იმისთვის მოაწყო, რათა აშშ-ის ელჩი შანტაჟში დაედანაშაულებინა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ას...
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას "ფარისევლურს" და "ამაზრზენს" უწოდებს. როგორც უგულავა Facebook-წერს, ივანიშვილის მხრიდან აშშ-ის ელჩთან შეხვედრის გასაჯაროება "მდაბალი და ამაზრზენი საქციელია", რაც მის "მეწვრილმანე, ი...
ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ელჩის თხოვნით შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ყოფილი პრემიერი არ აკონკრეტებს, რა საკითხებს შე...