საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.66 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7178 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.31 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებუ...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ქსენოფობიაში ადანაშაულებს. კობახიძის შეფასებით, ნინო ლომჯარიამ წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს. „ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, "ამ ქსენოფობიურ კამპანიაში სახალხო დამცველიც ჩაერთო". ყველ...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7186 შეადგინა.
ჩინეთის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან აჩერებს ან წყვეტს დიალოგს რამდენიმე სფეროში, ტაივანში წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის გამო. იტყობინება გამოცემა Bloomberg-ი. გავრცელებული ცნობით, ჩინეთი წყვეტს აშშ-სთან მაღალი დონის სამხედრო დიალოგს, სამუშაო შეხვედრებს აშშ-ის თავდაცვის დეპ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილეს, თამარ საბედაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პროგრამის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში” (WEESC) დეტალები და სამინისტროსა და გაეროს ქალთა ო...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპასუხო ზომების ფარგლებში, ქვეყნიდან 14 ბულგარელი დიპლომატი გააძევა. ნოტა დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გადაეცა ბულგარეთის ელჩს რუსეთში ათანას კრისტინს, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს...
ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა, – ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის მასშტაბით ინტენ...
FBI-ის აკადემიაში პირველი ქართველი ქალი ოფიცერი, ანა ჩაკვეტაძე ისწავლის, - ინფორმაციას შეერთებული შტატების საელჩო საქათველოში ავრცელებს. "უზარმაზარი მილოცვა ანა ჩაკვეტაძეს, პირველ ქართველ ქალ ოფიცერს, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის! დაბრუნების შემდეგ, მოუთმენლად ველით იმის ნახვას, როგორ გააგრძელებს ის საქართველოს მხარდა...
ქსენოფობია ანუ განსხვავებულის მიმართ შიში და სიძულვილი არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ანსხვავებს სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს თავის პოლიტიკას. მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ როცა არ გყავს ხელისუფ...
საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება. მხარეებს შორის დამატებითი, 4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის...
ჩინეთმა შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ტაივანში ვიზიტის გამო, სანქციები დაუწესა. იტყობინება ჩინური მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. პეკინის განცხადებით, სანქციები დაუწესდა ნენსი პელოსის ოჯახის წევრებსაც, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ...
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში, რუსეთისა და რუსების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს ნეგატიური განწყობა აქვთ. ამავდროულად, სახალხო დამცველი გამოეხმაურა ხელისუფლების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეების ნეგატი...
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გზას გაუხნის დამატებით ფინანსების მოზიდვას ფედერალური ბიუჯეტიდან და ინსტრუმენტებს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. მანამდე, 2 აგვის...
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, არც ერთი კოლაბორაციონისტი თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურებში არ უნდა ინიშნებოდეს და ეს კანონის ძალ...