ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ეხმიანება.
„ღრმად შეწუხებული და დამწუხრებული ვარ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო.
პუტინს თავის ხალხთან უთანხმოების გარდა არაფრსი ეშინია.
ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ ვინ არის პუტინი და რა არის მისი რეჟიმი.
მოდით გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში, რათა დავიცვათ მათი თავისუფლება და უსაფრთხოება, ვინც გაბედავს ავტოკრატიის წინააღმდეგ წინსვლას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შესახებ.
ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიოდა ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ. ის ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.