გერმანიამ და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმებას ხელი პარასკევს, 16 თებერვალს, ბერლინში მოაწერეს. გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ეს არის „შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე და გრძელვადიან მხარდაჭერაზე“ უკრაინისთვის, რომელიც თითქმის ორი წელია იცავს თავს რუსეთის სამხედრო აგრესიისგან.
მანამდე, 12 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომელიც ძალაში იქნება მანამდე, ვიდრეუკრაინა ნატო-ში გაწევრიანდება. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და მუდმივ მხარდაჭერას ახალი თავდასხმის შემთხვევაში.
17 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ასევე მოაწერს ხელს ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მაკრონმა ასევე განაცხადა კიევისთვის იარაღის მიწოდების შესახებ
როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნები ზრდიან დახმარებას კიევისთვის შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, სადაც რესპუბლიკელები კონგრესში აგრძელებენ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი დაფინანსების ბლოკირებას.