მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე,გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების ...
მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ხალხის ინტერესი ასახული პოლიტიკაში, ეს არის პრინციპულად გადამწყვეტი ჩემთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა. დღეს, ნიკა მელია მხარდამჭერებთან სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრას მართავს. შეკრებას პარტიის მენეჯმენტი არ ესწრება. შეხ...
ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის...
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, პალესტინელმა მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შეაღწიეს და საზღვართან რამდენიმე დასახლებაში შევიდნენ. მათივე ინფორმაციით, მებრძოლები ისარელის ტერიტორიაზე ხმელეთით, ზღვით და საჰაერო გზით პარაპლანების გამოყენებით მოხვდნენ. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შეს...
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან. „ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, ეს არის ტერორიზმი მისი ყვე...
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანა ომშია. "ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, ომში და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის...
„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ...
ორი დღის განმავლობაში ფორუმზე განიხილეს სამართლის დარგში აქტუალური პრობლემები და გამოწვევები, მათ შორის, ჩეხური სამართლის სისტემის თავისებურებები და საქმიანობის მოდელები. სპეციალური სესია დაეთმო ევროკავშირის სამართლის რეგულაციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის საკითხს. ფორუმის დასრულების შემდეგ ორი ...
ისრაელში, ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმა გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლ...
სამგორის რაიონში, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში, 11 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო დასასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდა გარე განათე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის პარალელურად, ძა...
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი მოქალაქე. ინფორმაციას CNN ავრცელებს. თავდასხმა გამთენიისას მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება„ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების მცირე ჯგუფიც შევიდა. &...
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ ღამეს, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 8 კილომეტრში, სოფელ შაქრიანში იყო. სიმძლავრემ კი 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება. სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვა...
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 11 ოქტომბერს გეგმავს განაცხადოს უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ. იუწყება Reuters წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტო არ განმარტავს, თუ რას მოიცავს შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი...