ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები სააპელაციო სასამართლოდან მსვლელობით სადგურის მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
მსვლელობას წინ მიუძღვებიან ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები: ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, საბა ბუაძე, ზურაბ ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე და სხვები.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: „სად მივდივართ, ევროპაში“.
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ აქცია გაიმართა, სადაც დღეისთვის ჩანიშნული სარჩელების განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოსთან აქცია ხვალ, 11 საათისთვისაც დაანონსდა.
ფოტო: გელა ხასაია