რამდენიმე წუთის წინ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მაწიმის მცხოვრებლებმა სასმელი წყლის მოთხოვნით, ლაგოდეხის საბაჟოსთან საქართველო-აზერბაიჯანის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ მაწიმის სასმელი წყლის მომარაგე...
22 ოქტომბერს, ბაქოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მორიგი მინისტერიალი გაიმართება. მინისტერიალში ქართული დელეგაციას მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე ახალი თავმჯდომარე ქვეყნის დამტკიცება...
ხვალ, 20 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყაზახურ მხარესთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, შეხვედრა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება, რის კონტექსტშ...
20 ოქტომბერს, თბილისში, საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ...
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საზოგადოების მობილიზებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, საზოგადოებაში ოპოზიციისადმი ნდობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა და ამისათვის ოპოზიციას დაკარგული ავტორიტეტის აღსადგენად გამიზნული ტაქტიკური სვლების გაკ...
დღეს, 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საპატივცემულოდ ოფიციალურ მიღებას მართავს.
31 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ მირზაანში, სადაც ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა, ფიროსმანობა აღინიშნება. სოფლის მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, ღონისძიების ჩაშლას აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მირზაანის მოსახლეობის პროტესტი სოფელ...
26 ოქტომბერს ლუქსემბურგში კავკასიის ქვეყნების _ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. შეხვედრა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში გაიმართება და განხილულ იქნება მისი მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქ...
დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ირინე ქურდაძე ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რეაბილიტირებულ №2 საჯარო სკოლას გახსნის და წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამნინისტროში განუცხადეს, ყვარლის რაიონის ახალსოფლის №2 საჯარო სკოლას 2009 წელს ...
რაჭაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ, დღეს მოხერხდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა. "მზად ვართ იმისთვის, რომ ასეთი ტიპისა და მაშტაბის ხანძრებს გავუმკლავდეთ. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. დილიდან მოხდება წ...
ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებულ ფილმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს ითამაშებს, საქართველოში ჩამოვიდა და ამჟამად ბათუმში იმყოფება. ფილმების "კერკეტი კაკალი-2"-ის, "ხანგრძლივი კოცნა საღამოსა" და "მთამსვლელის" ავტორმა რენი ჰა...
მესტიის რაიონში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობა დილის 7 საათიდან ვეტმფრენებით დაიწყო. ტყის შემოგარენში დაწყებულია არხების თხრა, რათა მოხდეს ცეცხლის ლოკალიზება და შეიზღუდოს მისი გავრცელების არეალი. წუხელ, ახალი კერების წარმოშობის შედეგად ხანძარი გაძლიერდა. ხანძრის გამო, სრული მობილიზაციაა გამ...
დღეს, 19 ოქტომბერს, გორში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ,, გორი 2009 Sweet Folk " გაიხსნება. ფესტივალი 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, სომხეთის და კვიპროსის ფოლკლორული ანსამბლები. ფესტივალის ორგანიზატორები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ...
დღეს, 19 ოქტომბერს 11:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს "ქართული ხელნაწერი" ილია II, რუსუდან კერვალიშვილი და ერიკ ფურნიე გახსნიან. პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი" ტარდება საქართველოს პარლამენტის პატრონაჟითა და ქართველოლოგიის, ჰუმ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე და საზოგადოებასა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელი სოფიო ჯობავა დღეს, 19 ოქტომბერს, გაემგზავრებიან ირანში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში `კავკასიის უძველესი ისტორია~. ღონისძიების ...