ეგვიპტეში მასობრივი ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები გრძელდება. ეგვიპტის უშიშროების ძალებმა საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადეს. დღევანდელი ლოცვის შემდეგ საპროტესტო აქციებს ათასობით ადამიანი შეუერთდება.
აქციებს შეუერთდა ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ ელ ბარადეი.
7-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ რაც ეგვიპტეში საპროტესტო აქციები დაიწყო.
დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნა რომ შეიცვალალოს ხელისუფლება და შესაბამისად შეიცვალოს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შეწყდეს პროდუქტზე ფასების ზრდა.