ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუს ბეკ ევკუროვი მიიჩნევს, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები დგანან.
"დღეს ცხადია, რომ ეს არიან იატაკქვეშეთის ლიდერები: მოქმედი, დოკუ უმაროვი ან ისინი ვინც მათ გამოეყოთ", _ აცხადებს ევკუროვი.
მისივე თქმით, თვითმკვლელიდან სხეულის ნაწილის ფრაგმენტები დარჩა და "რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე შემსრულებელი გვეცოდინება".
მისივე თქმით, ამ არაადამიანური ტერაქტის შემდეგ "ბუნებრივად იწყებ ფიქრს და ლოცვას, იმაზე, რომ ტერაქტების უკან ინგუშები ან კავკასიელები არ იდგნენ".
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა.