მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა განუცხადა. "მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი და მემგონი, არც არაფერი იგეგმება", - ამტკიცებს მჭედლიშვილი, რომლი...
დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ". აღნიშნული დოკუმენტით შეზღუდვები იხსნება ორივე ქვეყნის ავიაგადამზიდავების რაოდენობ...
თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვას 57 წლის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, წუხელ, მოხდა. 57 წლის ქალის ცხედარი და უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი - 34 წლის მამაკაცი მეზობლებმა დღეს დილით, საკუთარ სახლში იპოვეს. მამაკაცს შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა...
ევროპა საქართველოს უსაფრთხოების საკითხს აგვისტოს ომის შემდეგ უფრო ფრთხილად ეკიდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადების კომენტირებისას განუცხადა. "პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის ირაკლი ეზუგბაიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უაყოფს. "ირაკლი ეზუგბაია თანამდებობას ინარჩუნებს და საქართველოს რკინიგზა ჩვეულ რე...
ირლანდიიდან 40 ქართველი არალეგალის დეპორტაცია განხორციელდა. დეპორტირებულები სამშობლოში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდნენ. როგორც მათ განაცხადეს, არალეგალთა ნაწილი დუბლინის ქუჩებში, დოკუმენტების შემოწმების დროს აიყვანეს. მათი თქმით, ირლანდიაში არალეგალთა დევნა ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო. არალეგალთა იმ კატე...
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გია არსენიშვილის გარდაცვალების გამო. გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდი აღნიშნავს, რომ „ქვეყნის სასიკეთოდ, სხვადასხვა სფეროში, ხანგრძლივი მოღვაწეობით გია არსენიშვილმა დად...
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა. საქართველოს პარლამენტის წევრი გია არსენიშვილი წუხელ გულის შეტევით გარდაიცვალა. დეპუტატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. „მე დავკარგე პირადი მეგობარი და დ...
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებით, ნატო ღია კარის პოლიტიკას განაგრძობს. "ნატოს სტრატეგიული კონცეფცია ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა ვფიქრობ, სამართლიანია განვაცხადო, რომ ღია კარის პოლიტიკაზე მეკავშირეებს კვლავ ერთიანი პ...
„უნიქარდის" პარტნიორი „პეგასი ჯგუფი" საქართველოში SONY-ის ოფიციალური წარმოამდგენელი გახდა. ამ სიახლესთან ერთად უნიქარდის მოხმარებელს ახალ პროდუქციას ექსკლუზიურ ფასად სთავაზობს, მათ შორის ტელევიზორები 790 ლარიდან, DVD Pლაყერ-ები, ყურსასმენები, MP3 Player-ერები, მუსიკალური ცენტრები, ფოტო...
ირანი აზერბაიჯანთან გაზის ყიდვა-გაყიდვისა და შემდგომ მისი ევროპაში ტრანზიტის საკითხებში ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობისათვის მზადაა. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა დღეს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "ირანი ამ სფეროში ხანგრძლივვადიანი თანამშრომლობისათვის მზადაა. ჩვენ ორმხრივ საფუძველზე გაგვაჩნია შესაბამი...
საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ში საქართველოს ელჩად თემურ იაკობაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. "ამ ეტაპზე ამ საკითხზე არავინ კომენტარს არ აკეთებს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარ დიპლომატიურ უწყებაში. საგარეო საქმეთა სამინი...
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევანი არის ევროპა და მას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა, მისი და ევროკომისის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. "მოუთმენლად ველოდებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვე...
"ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვექნება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროპა უფრო ბევრად ხელმისაწვდომი გახდა ქართველი სტუდენტებისთ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლისაბონში გაემგზავრა. ვაშაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უხელმძღვანელებს, ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი ხვალ, 19 ნოემბერს გაიხსნება და 20 ნოემბერს დაიხურება. მის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართ...