უკრაინიდან ქართველი დამკვირვებლების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა. დამკვირვებლებს შორისაა ქართული მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც დონეცკში ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. მათი განმარტებით, არჩევნებზე უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ადგილობრივი სამართალდამცველები. ქართველმა დამკვირვებლებმა ...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი 19-20 იანვარს ავსტრიაში დაგეგმილ ყოველწლიურ ცენტრალურ აღმოსავლურ-ევროპულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე ესწრებიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ფინანსთა მინისტრები, საერთაშორისო ინვესტორები, ბიზნესლიდერები, ცენტრალური ბანკის მმართველები და წამყვანი ეკონომიკური სექტორ...
დღეს, 19 იანვარს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტს დაასრულებს. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სახელმწიფო მინისტრი თურქეთის სახელმწიფო მინისტრს - ფარუკ ჩელიკს შეხვდა. შედგა შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ქართული წარმოშობის მოქალა...
დღეს, 19 იანვარს აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძეგლს გვირგვინებით შეამკობენ. იგეგმება ასევე მრგვალი მაგიდის გამართვა. 20 იანვარს ბაქოში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 20 წელი სრულდება. 20 წლის წინ, ამ დღეს, ქალაქ ბაქოში 60 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შევიდა. საბჭოთა რეჟიმის მი...
დღეს, 19 იანვარი, საპენსიო და სოციალური დახმარებების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, "სახალხო ბანკში" სრულ სამუშაო დღედ ცხადდება. "სახალხო ბანკის" ინფორმაციით, იმუშავებს ბანკის შემდეგი ფილიალები: თბილისის ფილიალები და მათზე დაქვემდებარებული სერვისცენტრები, რეგიონალური ფილიალები (ბათუმი, ქუთაი...
დღეს, 19 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ნათლისღების სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შეასრულებს. ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესა...
11:00 _ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი მრავალშვილიან ოჯახს ნათლისღებას მიულოცავს და საკვები პროდუქტის ამანათს გადასცემს. მის.: გლდანი, ქერჩის ქ. 22 11:00 _ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ასანიძე გლდანის მე-...
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პროფესორმა ნესტან კირთაძემ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციიდან მიღებული წერილის კომენტირებისას განუცხადა და დასძინა, რომ წერილის ადრესატი არის თავად. "ნათელი ქრისტესი. საქართველოს"...
იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იანუკოვიჩს შორის სხვაობა რომ 10 %-ზე მეტია, იგი ცესკოს მიერ ხელოვნურად და მისი მითითებითაა შექმნილი. ეს განცხადება დღეს ივანო-ფრანკოვის ოლქში პრეზიდენობის კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს ნდობით აღჭურვილმა პირმა იური რომანიუკმა გააკეთა. "უკრაინის დასავლეთ რეგიონების საოლქო საარ...
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის, სუვერენული ქვეყნის, შიდა პოლიტიკურ ვითარებაში უხეში ჩარევით, კიდევ ერთხელ შეუქმნა უხერხულობა ჩვენს ქვეყანას და მის იმიჯს ცივილიზებული სამყაროს თ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოძრაობის წევრების და მათი ნათესავების დევნასა და დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხდა, 26 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის გამგებელი გია გოზალიშვილი დაემუქრა ლაგოდეხის კულტურის სახლის დირე...
20 იანვარს, 17:00 საათზე, წმინდა სამების ტაძართან არსებულ სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში კომპანია თებულოტური და საინიციატივო ჯგუფი (შალვა ელოშვილი, ლიზა ჩქარეული, ანა გელაშვილი), ყაზბეგის რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომით წარმოადგენენ ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის საღამოს: &qu...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული იგორ მუსალიმოვი მიიღო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ყა...
საქართველომ პერუსა და ბოტსვანას რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. შესაბამის ოქმს ხელი უკვე მოეწერა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკეც გააფორმეს. "ხელშეკრულებები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ძალაშ...
20 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. აკადემიური სასპორტო სასწავლებელი ქვეყნის მთავრობამ 2007 წლის 11 ივლისს #140 დადგენილებით გააუქმა. სპორტის აკადემიის საორგანიზაციო კომიტეტის თა...