"საქართველოს გზა" ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს პარტია "საქართველოს გზა" გმობს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე პროფესიული მოვალეობის მიზნით მყოფი ქართველ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორც "საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს თამაზ და კახა მარდალეიშვილები, რომლებსაც ქ. ქუთაისში ზ. ანჯაფარიძის #21-ში არსებული თამბაქოს საამქროდან სენაკის მიმართულე...
"საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩს გაუგზავნა მიმართვა, სადაც ქართველი დამკვირვებლების სიის გადმოცემა და მათზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, "საქართველოს გზა" ასევე გაუგზავნის მიმართვა...
საქართველოს პრეზიდენტი სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებიდან ყოველწლიურად 5 მლნ დოლარის შემოსავალს ელოდება. პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტიდან ყოველდღიურად 1000 დოლარის შემოსავალს თუ მივიღებთ, მაშინ ყოველწლიურად უცხოელი ტურტისტებიდან შემოსული შემოსავალი 5 მლნ დოლარი ი...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაკურიანში, სვანეთისა და ანაკლიის კურორტების დაგეგმარების პრეზენტაციაზე, მთავრობას 4 დავალება მისცა. მისი თქმით, წლის ბოლომდე მესტიაში უნდა დასრულდეს საბაგირო გზის მშენებლობა და წელსვე უნდა დაიწყოს მეორე საბაგირო გზით მშენებლობა. " მთავრობას ვაძლევ 4 დავალებას _ ესაა ს...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ნაცვალაძე სოციალური დახმარების სფეროში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ხელისუფლებისგან მათ დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვს. მისი თქმით, ოზურგეთის რაიონში აქციის "კარდაკარ" მიმდინარეობისას, მოძრაობ...
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საჩხერის რაიონულ ორგანიზაციას რესპუბლიკური პარტიის ორი წევრი, მევლუდ შარვაძე და ადიკა კაპანაძე შეუერთდდნენ. მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, კიდევ ერთი "რესპუბლიკელი", დაახლოებით ერთი თვეა, მოძრაობი...
ზურაბ ნოღაიდელი: საზოგადოება მალე სააკაშვილისა და მერაბიშვილის პოლიტიკურ ნეკროლოგებს იხილავს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მას კუდ-ის თანამშრომლები ლიკვიდაციით ემუქრებიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია _ კუდ-...
22 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა "ფარდის მიღმა" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის 26 ფოტონამუშევარი, რომელზეც ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებია ასახული. ფოტოგა...
სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი~ უარყოფს კახეთის ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მოსახლოების მოსყიდვასთან დაკავშირებით. კახეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, "მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვევა ეკუთვნის, თავისი აგ...
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის ახალი პრეზიდენტი უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, საქართველოს და უკრაინას სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში პრობლემა არ ექნება. ბენდუქიძის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის კარგი ეკონომიკური ურთიე...
კახა ბენდუქიძე: უკრაინაში რუსული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი ოდესა-ბროდის მილსადენი იქნება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში კახა ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსული პოლიტიკის მთავარი კომპონენტი ოდესა-ბროდის მილსადენი იქნება. ბენდუქიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული პოლიტიკა გაიმარჯვებს, შ...
ექსპერტ ნიკა ჩიტაძის აზრით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტიმოშენკო ევროპულ კურსს შეინარჩუნებს. "ვფიქრობ, უკრაინის სათავეში ტიმოშენკოს მოსვლის შემთხვევაში ევროპული კურსი შენარჩუნებული იქნება. შეიძლება ისეთი აქტიური არ იყოს, როგორც იუშჩენკოს დროს, მაგრამ კურსი, ალბათ, უცვლელი დარჩება", - განუცხადა ჩიტაძ...
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე უკრაინის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაშიც გამორიცხავს. "უკრაინის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარება მეეჭვეა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქვეყნის სათავეში ვიქტონ იანუკოვიჩი მოვა...
ექსპერტ კახა გოგოლაშვილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იულია ტიმოშენკოს გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობების პროგნოზირება უჭირს. "ძნელია პროგნოზის გაკეთება, რადგან ტიმოშენკოს ფიგურა საიდუმლოებითაა მოცული. მას ახასიათებს უცნაური მოქნილობა პოლიტიკაში, პრინციპებს ხშირად იცვლის, ვერ გაიგებ, ვისი მომხრ...