26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (III სართული, საკონფერენციო ოთახი) გაიმართება საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი.
კონფერენციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და მისი მიზანი; კრიმინოლოგის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში; კრიმინოლოგიის მნიშვნელობა დანაშაულის პრევენციასთან მიმართებაში; საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების კონცეპტუალური საკითხები; ეკონომიკური კრიზისის კრიმინოლოგია.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების, მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლების, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების განმტკიცებისა და ჰუმანურ-სოციალურ ურთიერთობათა დაფუძნებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების ისეთი დარგის განვითარებას, როგორიც არის კრიმინოლოგია