სტიქიამ დედოფლისწყაროს 40 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ რაიონს სპეციალისტები ამ დრომდე ათვალიერებენ.
ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოიყვანა, რის გამოც რაიონში მცხოვრებ 10 ათასამდე აბონენტს ენექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. რაიონს ელექტრომომარაგება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღუდგება.
გუშინდელმა ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლებს სახურავიც ახადა, მოგლიჯა ხეებიც.