პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს "ჟასმინის" ტიპის ამბოხება არ ელის.
როგორც გამოცემა Economist-ი წერს, ამის შესახებ საქართველოს პირველმა პირმა გასულ კვირას, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რევოლუცია შეიძლება ხალხისთვის მოულოდნელად მოხდეს. ასეც რომ იყოს, საქართველოს არ ელის "ჟასმინის" ტიპის ამბოხი. 2009 წელს ქუჩის დემონსტრაციები ჩაცხრა. ოპოზიციური პოლიტიკოსების მაჩვენებლები გასული წლის მუნიციპალურ არჩევნებში ცუდი იყო. არ არის ნიშნები იმისა, რომ საზოგადოება ხელისუფლების ჩამოგდების ზღვარზეა მისული", - აცხადებს სააკაშვილი.