ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ესპანელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კახა ბაინდურაშვილი ქვეყნის საინვესტიციო და საფინანსო გარემოს შესახებ პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრა სასტუმრო "რედისონში", 14:30 საათზეა ჩანიშნუ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის ორ მიზეზს განმარტავს. "მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე მიწვეული ნამდვილად არ იყო და ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი, რომ გამონაკლისი შემთხვებ...
ფილიპინებში დაკავებული ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების თარიღმა კვლავ გადაიწია. ამჯერად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების თბილისში ჩამოყვანას 15 თებერვლისთვის ვარაუდობს. როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ...
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სააქციო საზოგადოება `კავკას-ავტომაგისტრალის~ დირექტორი მევლუდ დათაშვილი, მშენებლობის და ექსპლოატაციის უფროსი ნიკოლოზ მეტრეველი, წარმოების უფროსები მურმან კალატოზიშვილი და ვაჟა მამულაშვილი დააკავა. მათ ყალბი დოკუმენტაციის დამზადების და გამოყენების გზით სახე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას "უსაფუძვლოდ" მიიჩნევს და აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მისი მოსვლის მიუხედავადაც, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები "გაგრძელდება და გაღრმავდება". "მიუხედავად ვიქტორ იანუკოვიჩის კანდიდატურისადმი ...
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, იანუკოვიჩის 3500 მომხრეა შეკრებილი. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საღამოს მომიტინგეთა რაოდენობა 10.000 გადააჭარბებს. იგეგმება ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერი კონცერტის გამართვაც. შეგახსენებთ, რომ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში "რეგიონების პარტიის" საა...
ოფიციალური თბილისი უკრაინის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გადახედვას გამორიცხავს. "საფრთხე იმისა, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გადახედვა მოხდეს, უსაფუძვლოა", - განუცხადა საქა...
აშშ-ში ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. უბედური შემთხვევა კონექტიკუტის შტატში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა ელექტროსადგურზე აფეთქებამ გამოიწვია, "გარდიანის" ინფორმაციით კონექტიკუტის აღნიშნულ სადგურზე გარკვეული ...
დღეს, 8 თებერვალს, 15:00 საათზე, ,,კავკასიურ სახლში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით გამოფენა თემაზე - ,,კოლხური ცივილიზაციის ნიშნები თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე" მოეწყობა. გამოფენა, არასამთარობო ორგანიზაცია ,,კავკასიური სახლის" დარბაზში გაიმართება, სადაც აფხზე...
ხვალ, 9 თებერვალს, სავარაუდოდ ცნობილი გახდება თუ როდის დააბრუნებენ ფილიპინებზე დაკავებულ ქართველებს სამშობლოში. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე საქართველო-ფილიპინების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გაარკვევს. ლევან ახვლედიანი თბილისიდან გვიან ღამით გაემგზავრა. ქართველი მეზღვეურებისათვის საქართველოში და...
დავითობის _ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, გურიის რეგიონში ოზურგეთის უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და დავითობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. დეპარტამენტის თავმჯდომა...
მოძრაობა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ მონაცემებზე საუბრისას, აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არცევანი პატივისცემის ღირსია. "როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, ჩვენ მოვალენიც კი ვართ და ამას მოითხოვს საღ...
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ესტუმრება. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარესა და მეჯლისის წევრებთან. არ არის გამორიცხული შეხვედრა გაიმართოს მსოფლიო პატრიარქთან. დავით ბაქრაძე პარლამენტის...
ავლაბარში, ფაბრიციუსის ქუჩაზე ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ადგილზე ოჯახის არც ერთი წევრი არ იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდოდ მიზეზად შეშის ღუმელს ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ ის ანთებული დატოვა. ადგილზე სამ...
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ მონაცემებზე საქართველოში პირველი შეფასებები გაკეთდა. როგორც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, ახალი ლიდერი და მომავალი ურთიერთობები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დეპუტატების განმარტებით, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში უკრაინელი ხალხის არჩევ...