იაპონიაში მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად იქ მცხოვრები საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა. საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის განცხადებით, საელჩო უკვე დაუკავშირდა იქ მყოფ ქართველებს. იაპონიაში ამჟამად სულ საქართველოს 48 მოქალაქე იმყოფება.
იაპონიაში 11 მარტის მიწისძრვრის დროს საქართველოს მხოლოდ ერთი მოქალაქე დაზარალდა, რომელმაც ფეხის ტრამვა მიიღო, იგი უკვე კლინიკიდან გაწერილია.
"თვითონ ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანება ამ დროისათვის არ ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს ჩვენ უკვე გვქონდა კავშირი რამდენიმესთან, ვინც უფრო ახლოს არის ეპიცენტრთან, კერძოდ ორ მათგანთან. რაც შეეხება საერთო რაოდენობას საქართველოს მოქალაქეების დღეისათვის აქ არის 48 ადამიანი", _ აცხადებს საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე.