დიდი რვიანის სამიტი სრულდება. ფორუმის დასკვნით დღეს ფორუმის წამყვანი ქვეყნების ლიდერები აფრიკის კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ მსოფლიო ფინანსური სისტემის სტაბილიზაციისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე. სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტი ორმხრივ შეხ...
სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მომიტინგეთა აქციის დარბევას უცხოური გავლენიანი პრესა ეხმაურება. The New York Times, Le Figaro, Telegraph, Der Standard, The Wall Street Journal, 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიებს უძღვნის. "ოპოზიციური პრ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს 26 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის პროცესში დაკავებული პირების სიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არ ეძლე...
"ფუკუსიმა-1"-ის ატომური რეაქტორის თანამშრომლები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. გამთენიისას ატომურ ელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა სადგურის ოპერატორი კომპანია "ტეპკოს" წარმომადგენელმა. ცეცხლი პირველი ენეტგობლოკის სარდაფში გაჩნდა და მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება რამდ...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა უარყოფს ქართული მედიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის შესაძლო გადადგომის შესახებ. "გადატანილი ოპერაციის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში სერგეი ბაღაფში თავს ნორმალურად გრ...
სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება აქციის დარბევისას დაკავებულ არც ერთ პირს არ წარედგინება. ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და მას კატეგორიულად უარყოფს. "მათი უმრავლესობა დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, ხულიგნობისა და სხ...
"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილისა და მისი ცოლის ძმის თამაზ ფანჩულიძის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი რჩება. ფანჩულიძის მეუღლე ლია ფანჩულიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თამაზ ფანჩულიძე სასტიკად არის ნაცე...
ვერცხლის ქუჩის 33 ნომერში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 21 წლის ავთანდილ ანდრიაძეს გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ...
"ხულიგნების ლიდერი", - ასეთ შეფასებას აძლევს "ჯეიმსთაუნის" ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს. თბილისში მყოფი სოკორი 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის, რაც მოხდა, არა პოლიტიკური ...
წუხელ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე "ფიატის" მარკის ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა მართავდა, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი მცირე ხევში გადავარდა. ავტომობილში ხუთი ქალი იჯდა, აქედან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე...
ერთდღიანმა ძლიერმა წვიმამ მცხეთის რაიონის სოფელი ჯიღაურა დააზარალა. სტიქიამ მდინარე თეზამის ადიდება გამოიწვია, რის გამოც მან კალაპოტი იცვალა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სახლების ეზოები დატბორა და ნათესები მთლიანად გაანადგურა. დატბორილია სოფლის გზაც. სპეციალური ტექნიკით სამაშველო სამსახურე...
დღეს, 27 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირის დაფუძნებიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს რაგბის კავშირი დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) 1992 წლის 27 თებერვალს გაერთიანდა. 2006 წლიდან კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძეა.
დღეს, 27 მაისს, 13:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში გაიმართება პრესკონფერენცია საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეებთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას კულტურისა ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანა ასათიანი გაუძღვებიან. ...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ესპანური ენის საგნობრივ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, 27 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ე...
დღეს, 27 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური გაერთიანება "იმედის" პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პრესკონფერენციის თემას წარმოადგენს ...