დღეს, 23 სექტემბერს, ქარელში დოღი იმართება. მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში 11:00 საათზე დაიწყება.
ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ცხენოსნები შეეჯიბრებიან. გამარჯვებული კულტურისა და სპორტის სამსახურისგან პრიზად ჭედილას მიიღებს. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებისთვის კი სიმბოლური საჩუქრებია დაწესებული.
დოღი მესამე წელია ტარდება.