10 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართება პროექტში - "1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში" - მონაწილე სტუდენტების დაჯილდოება. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრებიან სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს გ...
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის - "სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის" - ექსპერტთა გუნდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიზისულ ფონზე სოფლად მყოფ მოსახლეობას დაეხმაროს. დახმარება გულისხმობს გარკვეული რაოდენობის საწვავის ვაუჩერის დარიგებას, რომელიც აუცილებელია ...
ხვალ, 10 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე. წ. არამიანცის კომპლექსში შემავალ კიდევ 3 საავადმყოფოს გაყიდვას შეეცდება. ვერა ქობალიას უწყებამ საპრივატიზაციოდ უკვე გამოიტანა "კარდიოლოგიური კლინიკის", "აკ. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია - მეტაბიოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი,...
10 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა", ბასა ჯანიკაშვილი და ჯეოსელი გამართავენ ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანის "ომობანას" პრეზენტაციას, რომელსაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარმოადგენს. ყველა სტუმარი დასაჩუქრდება ჯეოსელის მიერ დაწესებული საჩუქრებით და ახალ...
ხვალ, 10 მარტს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში თიბისი ბანკი ვიზა ბარათების ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს. ბანკის ინფორმაციით, 10 მარტს პრესკონფერენცია და ვიზა ბარათების ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებაზე ცნობილი გახდება იმ 2 იღბლიანი მომხმარებლის ვინაობა, ...
ხვალ, 10 მარტს 12:00 საათზე, საქპატენტში ავტორთა საზოგადოების გამგეობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქპატენტიდან აცნობეს. მათი განცხადებით, სხდომაზე საავტორო უფლებების დაცვის სფეროში არსებული პრობლემები და ავტორთა საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების საკითხი გან...
ცხინვალის რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სეპარატისტული ხელისუფლება 3 მლრდ. 327 მლნ. რუბლს გამოყოფს. ეს სახსრები მიმართული იქნება ცხინვალი-ახალ გორის (დმენისი ახალგორი), ცხინვალი-ზნაური, ოტრეუ-არცევის, გრომ-ცინაგარის, გუფთა-კვაისის, მონასტერი-ახმაჯის, ახმაჯი-ლენინგორის და სინანგური-კარზმანის...
გვატემალას პირველი ლედი სანდრა ტორესი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კონსტიტუციის დარღვევით მიიღებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. მოქმედი პრეზიდენტის ალვარო კოლომას მეუღლე ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად თანამემამულეებში თავის პოპულარობას ასახელებს. სანდრა ტორესმა თავის მიზნად გვატ...
10 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება კონფერენცია, რომელიც შეაჯამებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "საჯარო სამსახურების დაძმობილების" პროექტის ფარგლებში საქართველოს მიერ უმაღლესი განათლების სფეროში გაწეულ საქმიანობას. პროექტი შეეხება საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას ბო...
2010 წელს სამხედრო ოპერაციისა და ბოევიკთა თავდასხმის შედეგად, ავღანეთში 2700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ავღანეთში გაეროს წარმომადგენელთა მონაცემებით, ეს რიცხვი 2009 წლის სტატისტიკას 15 %-ით აჭარბებს. მსხვერპლის 3/4 მშვიდობიან მოსახლეობას შორისაა. საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა და ავღანეთის უშიშროე...
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ, ევროპის საბჭოს კულტურის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დირექტორმა რობერტ პალმერმა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და კვლევითი ცენტრის "ნაკრესის" თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძემ ევროკომისიის და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შეთანხმებას მოაწე...
ისრაელის მუზეუმიდან მოიპარეს ბალზაკის სკულპტურა, სახელწოდებით "შიშველი ბალზაკი გულხელდაკრეფილი მკლავებით". ნამუშევარი ოგიუსტ როდენს ეკუთვნოდა. სკულპტურის გაქრობა მას შემდეგ შენიშნეს, რაც მუზეუმის რამდენიმეწლიანი რეკონსტრუქცია დასრულდა. ბალზაკის სკულპტურა მუზეუმის ბაღში იდგა, თუმცა...
10 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თურქი დიპლომატი ფოტოხელოვანის, ერქუთ ონართის ნამუშევრების გამოფენა. "ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მომეცა. ამ ვიზიტის დროს წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვ...
ხვალ, 10 მარტს, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოცაციის წევრებს შემოსავლების სამსახურის ახალ უფროის კანდიდატურას წარუდგენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 16:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახ...
ხვალ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სოფელ მეჯვრისხევში შემოსავლების შექმნის პროგრამით დაფინანსებულ სათბურს გახსნის. მეჯვრისხევს ბაქრაძესთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და UNHCR-ის საქართველოს ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენიც ესტუმრებიან. გაეროს ლტოლვილთა უმა...