ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ შსს-მ მელიქიშვილზე აქციის მონაწილეების დაკავება როდესაც დაიწყო, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შეკრების თავისუფლების სტანდარტებში ჯდებოდა. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. უწყების ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებში მი...
მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რჩება. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მათ სამოქმედო ტაქტიკა გააცნო. „არ ვაძლევთ დაკავების შესაძლებლობას. ჩვენ კანონს ვიცავთ...
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) და სამართლიანი არჩევნები (ISFED) გამოეხმაურნენ თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივ დაშლას. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. "2024 წლის 19 ნოემბე...
"პოლიციელებს აგინებდნენ ქალბატონები, რომლებიც დაკავდნენ ადმინისტრაციული წესით", - ამბობს საპატრულო პოლიციის ერთერთი სამმართველოს უფროსი TV პირველთან. მისივე მტკიცებით, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ და მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენენ. მას შემდეგ, რაც თს...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წელ...
რამდენიმე დღეა ვუყურებთ, ადამიანების პატარა ჯგუფი როგორ უგულებელყოფს მთელი ქალაქის მაცხოვრებლების უფლებას. ხალხი მხოლოდ მხოლოდ იმიტომ უნდა შეაწუხონ, რომ არჩევნებში ვერ მოიგეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ტელეკომპანია "იმედთან" სატელეფონო საუბრისას. მისი თქმით, პოლიცია დ...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) შსს-ს მიმართავს, არ დაუშვას აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსისა და ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ორი დღეა გამოხატავენ უწყვეტ პროტესტს. მოქალაქეებს ადგილზე ჰქონდათ გაშლილი კარვები, ხოლო გამთ...
ცოტა ხნის წინ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მელიქიშვილის გამზირზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის. პოლიცია, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, აქციის დაშლის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე მყოფ დემონსტრანტებს მოუწოდებდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის არსე...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი "თანამდებობებს" ტოვებენ. ამის შესახებ ნათქვამია ოქმში, რომელიც აფხაზეთის "ოპოზიციასა" და ე.წ. ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა. "უახლოეს რამდენიმე წუთში ბჟანია ხელს...
სამართალდამცავებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და დასაუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ტერიტორიიდან გააქვთ კონსტრუქციები და მანქანები, რომლითაც გზა იყო გადაკეტილი. დემონსტრანტები, ასევე ო...
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, გაათავისუფლონ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის...
საქართველოს არჩევნების დარღვევები უნდა გამოიძიონ, ევროკავშირთან ურთიერთობა გადაიხედოს, - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების მინისტერიალის პარალელურად გამოაქვეყნა. "რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით ს...
"საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაამტკიცა" - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა მედიასთა...
ჩვენ გავგზავნით საქართველოში მისიას, ვიმსჯელებთ დარღვევებზე, და არჩევნების გამოძიება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დააშო...
გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონშვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი ...