კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილები, რადგან ამ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა შეუძლებელია - ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის ვეუბნებით, რომ მშვიდობის პერიოდს უნდა დაველოდოთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა.
"შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი.
ამ დრომდე ვდგავართ გამოწვევების წინაშე და გვიწევს, უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მშვიდობისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ელჩები პრაქტიკული საქმის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. და ისინი ხშირად ჩივიან. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ უნდა ველოდოთ მშვიდობის დროს“, - განაცხადა კობახიძემ.