საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა...
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ პრაღის ხელმძღვანელობით უკრაინისთვის 800 ათასი ჭურვის შესყიდვის ინიციატივა შედეგიანია. იუწყება Bloomberg მისი თქმით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის არმიამ შესაძლოა, ორჯერ მეტი, 1,5 მილიონი ჭურვი მიიღოს ლიპავსკის თქმით, ჩეხეთის ინიციატი...
ხონში, სოფელ კუხში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" დაყრდნობით ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი ამბობენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, მსურველებს შეუძლიათ, საკონკურსო დოკუმენტები 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით წარმოადგინონ. „დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თ...
ნიკა გვარამიას სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა სა...
26 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.52 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7055 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.59 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ...
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოლექსი დანილოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა. ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დ...
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. ერთ-ერთი...
საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის საჭირო რესურსების გაზიარებას. ამჯერად, ბიზნეს განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ოთხი ახალი კურსი დაემატა - ბიზნეს პროცესების გაციფრულება, ონლაინ გაყიდვები, გაყიდვების პრაქტიკა დ...
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად...
ბევრი ჩვენგანი, მათ შორის რამდენიმე მინისტრი, ვიქნებით რესპუბლიკის მოედანზე მათთან ერთად, ვინც ვერ შეძლო ბილეთების ყიდვა, მათთან ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ძალიან მაგარ ბიჭებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, დღეს არის შესაძლებლობა...
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რჩება იუსტიციის სამინისტროს უცვლელ პრიორიტეტად, რომლის ფარგლებშიც, ამჟამად, და...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და უნგრეთის დელეგაციის წევრებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის, ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. თენგიზ ნასარიძემ უნგრეთის მ...
„რესპუბლიკის მოედანზე ჩვენ ისევ მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია მოსვლა და გულშემატკივრობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას აღნიშნა. თბილისის მერი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალური საგულშემატკივრო ზონის მოწყობა და ეკრ...
საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დღეს საბერძნეთს შეხვდება, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს. აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს. „წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემ...