საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს „არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP" დამფუძნებელი ზაზა ...
მიმდინარე წლის 24 აგვისტოს,სამართალდამცველებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვეთის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული სერგიუ ბურცოვსკი (Sergiu Burcovschi) დააკავეს. აღნიშნული პიროვნება დაპატიმრების და...
ფინანსური ღრუბელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ცას ფარავდა, როგორც ჩანს ამ ზაფხულს კურსს იცვლის და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისკენ ინაცვლებს. განსაკუთრებული დაძაბულობა უკვე შეინიშნება აზიაში, სადაც ზრდა შენელდა და წარმოიქმნა საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი, რაც თავის მხრივ ინვესტორებს აშინებს. აზიის ქვეყნებში საკმაოდ ...
ჩინეთის პოლიციამ, ანტინარკოტიკული ოპერაციის ფარგლებში, პროვინცია გუანდუნში, ასევე ჰონკონგსა და მაკაოში 1,8 ათასი ადამიანი დააკავა. ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 2500 ობიექტში შეამოწმეს, მათ შორის ღამის კლუბები და მასაჟის სალონები. ოპერაციის შედეგად პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებებიც ამოიღო,...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა რეგისტრაციას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განაგრძობს. დღეს, მინისტრმა დავით დარახველიძემ, ოჯახთან ერთად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა. „დღეს მე გავიარე სავალდ...
„ნაციონალური მოძრაობა" შსს-ს კრიმინალთან ბრძოლაში შევარდნაძის დროინდელი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს. „ჯი-ეიჩ-ენი" პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „ჩვენ ამ წუთებამდე თავს ვიკავებდით პოზიციის გამოხატვისგან და ველოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს...
"ქართული ოცნების" ოფისში, კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ აბესაძემ პრესკონფერენცია გამართა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კოალიციიდან ახალგაზრდების მასობრივად წასვლის შესახებ უარყო. ოთარ აბესაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და პოლიტიკური ოპონენ...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა, სადაც 26 და 28 აგვისტოს საკონტროლო მატჩებს გამართავს. ისრაელთან მატჩები ქალაქ ელიათში და ჰაიფაში გაიმართება. 29 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 1 სექტემბერს ადგილობრივ ნაკრებთან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო საკონტროლო მატჩს გამ...
აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება და 2 სექტემბრამდე გასტანს. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსა...
ბრიტანული გამოცემა The Independent საქართველო-დასავლეთს შორის ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს ეხმიანება. "საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს", - ასეთი ქვესათაურის სტატიას უძღვნის გამოცემა ივანიშვილის მთავრობის ქმედებების შედეგად განვითარებულ ...
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა მონაწილეობა მიმეღო მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედია ბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია " იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოი...
მწეველთა 64 %-ი მომხრეა საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს. „ეისითიში" განმარტავენ, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (83%) მომხრეა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. საინტერესოა, რომ თვითონ თამბაქოს მწეველთა შორის - საგრძნობი უმრავლესობა (64%), ხოლო არამწეველთა დიდი უმრავლ...
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის საველე-სამთო წვრთნები დაიწყო. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფების სრული შემადგენლობა. გადასამზადებელი წვრთნები ლაგოდეხი-ყაზბეგის მონაკვეთზე გაიმართება. წვრთნების პირველ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ...
სრულიად საქართველოს პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „ლემი" ნაფიცთა საბჭოს სხდომა გამართა. საბჭომ „ლემის" მორიგი მე- 5 ყრილობის მოსამზადებელი საკითხები განიხილა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" „ლემიდან" აცნობეს, დამტკიცდა ძირეულ ორგანიზაციებში კრებებისა და კონფერენციები...
18 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან. 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო არის დამოუკიდბელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში. კონსტიტუციის თანახმად, საქ...