საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა. ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა 4 თვის განმავლობაში ბაზა „ლეზერნეკზე", ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, წარმატებით შეასრულეს ISAF-ის მისია.
23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელმაც ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო დავალებები საქართველოს დროშის ქვეშ შეასრულა.
23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში მისიის შესასრულებლად როტაციის წესით აპრილში გაემგზავრნენ. II ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო ამოცანას მეორედ ასრულებდნენ. ისინი ორივე მისიის დასრულების შემდეგ საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.