საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შ...
სირიის პრეზიდენტი მზადაა დიალოგი შეერთებულ შტატებთანაც აწარმოოს. ამის შესახებ ბაშარ ასადმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენთვის ნებისმიერი დიალოგი მისაღებია. მთავარია მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე ზეწოლა არ განხორციელდეს,“-აღნიშნა სირიის ლიდერმა....
ხანძარი ნიუ იორკში. მანჰეტენზე ერთ-ერთ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას გაზსადენი მილი დაზიანდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად გაჩენილმა ხანზძარმა ორი შენობა გაანადგურა. ინციდენტის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ბრიტანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პირველ ტელედებატებში გვიან ღამით ერთმანეთს მოქმედი პრემიერი დევიდ კემერონი და ლეიბორისტთა ლიდერი ედ მილიბენდი დაუპირისპირდნენ. მაყურებლების გამოკითხვის შედეგად, რომელიც Sky News-მა და Channel 4-მა ჩაატარეს, დამაჯერებელი უპირატესობით კემერონმა გაიმარჯვა. საპარლამენტო არჩევნები გაე...
იემენში შეტაკებები გრძელდება. გვიან საღამოს ხუსიტი ამბოხებულები თავს საუდის არაბეთის პოზიციებს დაესხნენ, თუმცა მალევე უკან დაიხიეს. ერ-რიადის ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ამბოხებულთა წინააღმდეგ არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით დაიწყო. ეს მას ...
ცნობილმა უკრაინელმა ოლიგარქმა იგორ კოლომაისკიმ პრეზიდენტისგან კომპლიმენტი დაიმსახურა. პეტრო პოროშენკომ დნეპროპეტროვსკის ყოფილ გუბერნატორს ქვეყნის პატრიოტი უწოდა. მისივე თქმით, კოლომაისკი საზოგადოებრივი და სამეურნეო საქმიანობით დაკავდება, რასაც ოლიგარქი თავადაც ადასტურებს. დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან ...
დღეს, 27 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე დაიწყება. სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონალურ ოფისს გახსნის. ...
დღეს, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე კახეთის სამ ქალაქში: თელავში, ახმეტასა და ყვარელში სადაც კორპორაციის კუთვნილი ჰოსპიტალებია განთავსებული, თბილისიდან ჩამოსული ექიმები ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავენ. სკრინინგული გამოკვლევა ადგილობრივ პოპულაციაში, ყელ-...
დღეს, 27 მარტს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის გამზ. #78/88 -ში, 14:00 საათზე ”ელიტ ელექტრონიქსის” განახლებული მაღაზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. კომპანია ამ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივ მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებას და უამრავ სიახლეს სთავაზობს. ასევე გახს...
დღეს, 27 მარტს, თბილისის ფუნიკულიორის გახსნიდან 110 წელი გავიდა. ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. თბილისის ფუნიკულიორი, სამთო-საბაგირო რკინიგზის ქვედა და ზედა სადგურებით არის კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე. 1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ...
დაზიანებული სანათების აღდგენისა და დასუფთავების მიზნით თბილისში გვიან ღამით მეტეხის გვირაბი ჩაიკეტა. სარემონტო სამუშაოები ღამის პირველ საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "სინათლის ქალაქის" ხელმძღვანელის, ვასილ ხორავას თქმით, მეტეხის გვირაბში 100 მდე სანათი იყო დაზიანებული და მათი აღდგ...
ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაცვის მხარე სასამართლოს მტკიცებულებებს დღეს წარუდგენს. 2300 გვერდიანი მტკიცებულებები როგორც მოწმეების ჩვენებებს, ისე ექსპერტიზის დასკვნას მოიცავს. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, დაცვის მხარემ მხოლოდ მათი ნაწილი მიიღო. წინასასამართლო სხდომა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ...
პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვანებს ნასამართლობა შესაძლოა სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე მოეხსნათ. იცვლება მათი დაკითხვის პროცედურაც. დაკითხვა მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის დასწრებით დღისით, დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე იქნება დასაშვები...
პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები გრძელდება. ერთობლივ სხდომაზე დღეს მინისტრის მოადგილეს, გიგი გიგაძესა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელებს მოუსმენენ. საუბარი ევროინტეგრაციის პროცესსა და საგარეო უწყების სამოქმედო გეგმ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. კომისიამ ლილოს მაცხოვრებელთა განცხადებებზე იმსჯელა, რომლებიც იმ მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ , სადაც 2010 წელს ნაგავსაყრელი გაშენდა....