უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ 40-დღიანი ოპერაციის შედეგებით კმაყოფილია.
ზელენსკის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ლოგისტიკაზე დარტყმები დაიწყო, უკრაინამ საპასუხოდ რუსეთის ლოგისტიკის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
„მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს დარტყმების განხორციელება ჩვენს ლოგისტიკაზე, ჩვენ სხვა ლოგისტიკური ოპერაცია მოვიფიქრეთ და ვუპასუხეთ. იქ შთამბეჭდავი დანაკარგებია - ტრილიონი რუბლი... ეს იყო უკრაინის ძალების ძალიან წარმატებული ოპერაცია. მასში მონაწილეობდნენ როგორც შეიარაღებული ძალები, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალები, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, უსაფრთხოების სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. დღეს ჩვენ გაერთიანებულად ვმოქმედებთ, როდესაც დიდ ან თუნდაც საშუალო მანძილზე ვახორციელებთ დარტყმებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა 40-დღიანი ოპერაციის შედეგებით, ზელენსკიმ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ჩვენი პასუხები ლოგისტიკაზე - ჩვენ გვესმის, რამდენი დაკარგეს მათ, მათ დიდი პრობლემები აქვთ“.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკვე დიდი ხანია არამხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს დარტყმებს და უნდა გაითვალისწინოს, რომ უკრაინა სამხედრო სამიზნეებს ესხმის თავს.
„თუ ისინი გააგრძელებენ, ჩვენ ვიცით მათი ყველა სუსტი ადგილი. ლოგისტიკა სუსტი ადგილია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველასთვის. ლოგისტიკა არის ცხოვრება, ყოველდღიური საქმიანობა, ჩვევები. ჩვენ ნორმალური ცხოვრება და ასეთი ჩვევები რუსეთის აგრესიის დაწყებიდან აღარ გვაქვს. რუსეთი კი ამას ვერ გრძნობს“, - თქვა მან..
მისი თქმით, რუსეთში ლოგისტიკური პრობლემები საბოლოოდ რიგით მოქალაქეებზეც აისახება, რადგან საჭირო საქონელი მომხმარებლამდე დროულად ვეღარ მივა.
„რუსეთს არ ვურჩევდი, გააგრძელოს დარტყმები უკრაინის ლოგისტიკაზე, რადგან ჩვენ კარეგად შევისწავლეთ, რას წარმოადგენს რუსეთის ლოგისტიკა“.- აღნიშნ მან.