დღეს, 27 მარტს ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ეწვევა და ბიზნესმენებს შეხვდება.
სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ეკონომიური პოტენციალის პრეზენტაცია 14:00 საათზე დაიწყება.
სამეგრელოში სტუმრობისას, პრემიერ-მინისტრი ხობში თხილის საწარმოს დაათვალიერებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის რეგიონალურ ოფისს გახსნის.
რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესწავლილია ყველა რაიონსა და ქალაქში არსებული რესურსი, რათა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას.
რეგიონების განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა.