ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპულ საბჭოზე ახლა განვიხილავთ უკრაინას და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევებს
ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩვენი მიზანი კი უცვლელია - უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.
მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში ევროპა ერთიანი და ნათელი ხმით ილაპარაკებს", - წერს კოშტა.