უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რომელიც ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ ლაივიში კითხვა-პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა.
"სრულიად წარმოუდგენელი რეაქცია “ოცნებიდან“, რომელიც ჩვენ ყველას გვასწავლიდა, ეკლესიის მიმართ როგორ უნდა იქცეოდე და უცებ ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ და ისე მიმართეს მეუფე იობს, რომელიც ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მართმადიდებლურ ქვეყანაში ხელისუფლებიდან წამოვიდეს ასეთი გზავნილი. სწორედ საქართველოში, რომელსაც სულ სხვა ტრადიცია და ისტორია აქვს, ჩვენ რომ ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ შეიძლება, ვინმემ ასე მიმართოს და სხავდასხვა წევრებმა “ოცნების“, ერთი არის ეს ნაცვლიშვილი და სხვები არიან მინისტრები რომ არიან. ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ, შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა",- თქვა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამის შემდეგ მეუფე იობს არაერთი პირი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა.