დღეს, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე კახეთის სამ ქალაქში: თელავში, ახმეტასა და ყვარელში სადაც კორპორაციის კუთვნილი ჰოსპიტალებია განთავსებული, თბილისიდან ჩამოსული ექიმები ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფასო კონსულტაციებს გამართავენ.
სკრინინგული გამოკვლევა ადგილობრივ პოპულაციაში, ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების გამოვლენას გულისხმობს.
კორპორაცია წლის განმავლობაში, რეგიონში უფასო გამოკვლევების აქციებს პერმანენტულად სხვადსხვა ნოზოლოგიების მიხედვით განახორციელებს, რაც დაავადებების დროულ გამოვლენას და პაციენტების გამოჯანრთელებას შეუწყობს ხელს.
ოტორინოლარინგოლოგიული უფასო სკრინინგ აქცია თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ყვარლისა და ახმეტის რაიონულ ჰოსპიტალებში ერთდროულად გაიმართება.