საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 15 %-ითაა გაზრდილი. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 6 თვეში საქართველოს აეროპორტების მიერ გატარებულია 856 ათას 105 მგზავრი, მაშინ როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის აეროპორტებმა 746 ათას 151 მგზავრი გაა...
ხვალ, 15 ივლისს 15:00 საათზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში გამართავს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020" პრო...
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ავღანელ ჯარიკსაცებს საარტილერიო ქვემეხის ტექნიკური მომსახურების კურსი ჩაუტარეს. ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამხედროებს წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო ინსტრუქტორის, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქამხაძის ...
5 ივლისს დაბა ჩაქვში საქართველოს მეხუთე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიების ოქროს სპონსორი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა, რომელმაც მონაწილეებს ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა წარუდგინა. სტატისტიკური მონაცემებით, 2010-2013 წლის პერიოდში, საქართველოში პაცი...
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სტრატეგიული გეგმის განხორციელების ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა" eHRMS-ის დანერგვა სახელმწიფო უწყებებში. სისტემის ძირითადი პრიორიტეტებია: სიმარტივე და მოქნილობა, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის დროისა და რესურსების მნიშვნელოვა...
Twin otter dhc6 ტიპის ხომალდთან დაკავშირებით, რომლითაც კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air-ი თბილისი-მესტიის რეისებს ასრულებდა, წლების განმავლობაში არა ერთი უბედური შემთხვევაა დაკავშირებული. ირკვევა, რომ მსგავსი ტიპის ხომალდმა კატასტროფა განიცადა 2014 წლის თებერვალში ნეპალში (მსხვერპლი 18 კაცი, მათ შორის ეკიპაჟი),...
შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახ...
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მამუკა ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამა...
საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის მოქალაქეებს. მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა ...
18 ივლისს, ევროპის სახლში, პროექტი „მისი სახლის" ფარგლებში გაიმართება ინტერიერის და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ქალთა ფონდი საქართველოში ასოციაცია არტისტერიუმთან და ევროპის სახლთან თანამშრომლობით ახორცილებს პროექტს უსახლკარო, მარტოხელა დედების მხარდასაჭერად, სახელწოდებით „მისი...
საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პარიზში 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს, პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვილ აღლუმსა და ღონისძიებებს დაესწრო. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს საქართველ...
საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი განახლდება. პროცესზე კვლავ პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან. ბაჩო ახალიას ადვოკატის რომეო საჯაის განმარტებით, პროკურატურა წარმოდგენილ მოწმეებზე ზეწოლას ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ სპეცოპერაციას,...
ხელისუფლებაში თეთნულდის კურორტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ კომპანია „პომაგალსკის" შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარები...
15 ივლისს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია "კავკაზ- ჯაზ-ფესტივალის" შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში, 16-20 ივლისს ჩატარდება. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ...
15 ივლისს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრი გურამ ოდიშარია და კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი გამართავენ სპეციალურ ბრიფინგს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით. კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული კინო წელს პირველად მოხვდა მთავარ საკ...